ssaqarTvelos koncxebi - souqsus koncxi

 

კონცხი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ხიფსთისა და გუდოუს შორის. აგებულია მდინარე ხიფსთის მიერ გამოტანილი ალუვიური მასალით. კონცხის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქი გუდაუთა, აქვეა გაშენებული ისტორიული სოფელი ლიხნი, რომელიც ვრცელდება ზღვის დონიდან 50 მ სიმაღლეზე.

სოუქსუს კონცხის სიახლოვეს მდებარეობს სოფლები: მზაჰუა და ალგითი. კონცხის დასავლეთ ნაწილშია ბომბორის სამხედრო აეროპორტი.